|
|
| ორშ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
|
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
13 |
14 |
15 |
16 |
17 |
18 |
19 |
|
20 |
21 |
22 |
23 |
24 |
25 |
26 |
|
27 |
28 |
29 |
30 |
31 |
| |
|
მრგვალი მაგიდა და დისკუსია
პოლიტიკის ინსტიტუტმა მშვიდობის ფონდთან (FFP) თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია დისკუსიას სამხრეთ კავკასიაში არსებული მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, უკანონო ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და სახელმწიფოს უუნარობის საფრთხეებზე. ღონისძიება გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წ. 13 დეკემბერს. მოხსენებები და დისკუსიები ეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებული საფრთხეების დასაძლევად რეგიონალური თანამშრომლობის არსებული და პოტენციური საშუალებების შეფასებას.
კონფერენცია "ეფექტური მმართველობა შავიზღვისპირა აუზის ქვეყნებში"
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ვენის მერიისა და პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად ორგანიზება გაუწია საერთაშორისო კონფერენციას "ეფექტური მმართველობა შავიზღვისპირა აუზის ქვეყნებში" , რომელიც გაიმართა 2012 წლის 7-10 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბათუმის საზაფხულო სკოლა, 10-14 ივნისი,2012
შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის (გერმანული მარშალის ფონდის პროექტი) და რობერტ ბოშის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ორგანიზება გაუწია ბათუმის საზაფხულო სკოლას "საზღვრისპირა თანამშრომლობის ხელშეწყობა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში". რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წარმომდგენლები. სკოლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მეცნიერები, მაგისტრები და ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები.
|
|
|
|
|